ავტორი: allmedia.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
1371

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ქალაქ ახალციხის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, რომელიც მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ხელმძღვანელობდა, კომისიაში ყოფნის დროს ახალციხეში, 275 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთი დაიკანონა. მიქელაძე განმცხადებელიც თვითონ იყო და რეზოლუციის დამდებიც, კომისიაში კი შემწინააღმდეგებელი არავინ ჰყავდა.

გამოცემის ინფორმაციით, მიქელაძის საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველო, სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მე-2 ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს მითვისებას ან გაფლანგვას სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.

მამუკა მიქელაძე 2014 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ იყო და საკრებულოში ჯერ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხელმძღვანელობდა, 2016 წლის ივლისიდან კი მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account