ავტორი: allmedia.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
860

qartli.ge გორის მერიის მიერ გამოქვეყნებულ საშტატო ნუსხაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გორის ახლადარჩეულ მერს  3 მრჩეველი, 3 თანაშემწე 3 კონსულტანტი და ორი მძღოლი ეყოლება. 

კოტე თავზარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო. ცნობილი ხდება ასევე ახალი სახელფასო გეგმის შესახებ გორის მერიაში. მაგალითად, პირველ მოადგილეს 2.150 ლარი ექნება ანაზღაურება, მოადგილეს კი 2.050. თავად მერის ხელფასი 2.750 ლარი იქნება.

ამასთან, მერის პირველ მრჩეველს 1.400, მეორე მრჩეველს 1.200, ხოლო მესამეს - 1.100 ლარს გადაუხდიან, თანაშემწეების ხელფასი 1000 ლარი იქნება, ხოლო კონსულტანტებისა - 900 ლარი. 

რაც შეეხება მძღოლებს, ერთი მძღოლის ანაზღაურება 1000 ლარი იქნება, მეორის - 850.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account