ავტორი: allmedia.ge
შაბათი, 27 იანვარი 2018 23:35
298

დღეს, 27 იანვარს, გვიან ღამით, რიკოთის გვირაბთან მომხდარი ავარიის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 

უწყების პირველადი ინფორმაციით, გზაზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ ერთმანეთს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილდებოდა. როგორც შსს-ში ამბობენ, მძღოლი უკვე დაკავებულია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი პირის სიკვდილი გამოიწვია ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account