ავტორი: allmedia.ge
ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018 12:33
402

საქართველოში ახალი, ინოვაციური საინფორმაციო სერვისი შეიქმნა. „საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრი“ (Information Security and Protection Centre) დაინტერესებულ პირებს სრულიად ახალ, მრავალპროფილურ და კომბინირებულ მომსახურეობას სთავაზობს.

მრავალპროფილური და კომბინირებული სერვისის ფარგლებში, ცენტრი ყველა კომპანიას თუ კერძო პირს მისთვის სასურველ მომსახურეობას გაუწევს.

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ სერვისი საინფორმაციო სფეროში ნოვაცია და პრაქტიკულად, ხვალინდელი დღეა ინფორმაციისა და ინტერნეტის ეპოქაში. 

თანამედროვე პირობებში, ინფორმაციასთან წვდომა და მართვა გაადვილებულია, მაგრამ ცხადია, სამთავრობო სტრუქტურები, საზოგადოებრივი ჯგუფები, კომპანიები და კერძო პირები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგებიან ცალკეული ზოგადი თუ კერძო სახის ინფორმაციის დაზუსტების, მოპოვების, გავრცელებისა და უსაფრთხოების კუთხით. რთულია საჭირო და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. 

ცენტრი ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს მრავალპროფილურ, კომბინირებულ მომსახურეობას. დამკვეთებს შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ კი არ მიიღონ მათთვის სასურველი, ყველაზე რთულად მოსაპოვებელი ინფორმაციები, არამედ გადაამოწმონ უკვე არსებულის უტყუარობა სხვადასხვა სახისა და ფორმატის ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალებით. 

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში სრული კონფიდენციალობის დაცვით, იმუშავებენ კონკრეტულ შეკვეთაზე, რომლის არეალი მოიცავს ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას.

სრულიად ახალი მიმართულება იქნება საინფორმაციო უსაფრთხოება და დაცვა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ, ტექნიკურ სერვისსაც. 






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account