ავტორი: allmedia.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
69

თბილისში თოჯინური და საბავშვო სპექტაკლების პოპულარიზაციასა და განვითარებაზე ამიერიდან სს „ქართული ლუდის კომპანია“ იზრუნებს.

სს „ქართული ლუდის კომპანიასა“ და სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს შორის მემორანდუმი დღეს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც სს „ქართული ლუდის კომპანია“ 1 წლის განმავლობაში თეატრის საქმიანობის ხელშეწყობას მოახდენს.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა, თეატრის დირექტორმა ლაშა მკურნალიძემ და  სს „ქართული ლუდის კომპანიის” დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ მოაწერეს.

„დღეისათვის თეატრს საკმაოდ რთულ პირობებში უწევს არსებობა, რადგანაც დროებით, საკუთარი შენობის გარეშეა დარჩენილი. სს „ქართული ლუდის კომპანია“ აქტიურადაა ჩართული კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების პროცესში და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მხარი დავუჭიროთ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრს.

ამიერიდან, თეატრთან შეთანხმებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ სხვადასხვა ღონისძიებების მხარდაჭერას და სპექტაკლების სპონსორობას. ასევე, ერთობლივად მოხდება სპექტაკლების პიარ კამპანიების დაგეგმვაც“, - განაცხადა სს ქართული ლუდის კომპანიის” დირექტორმა  კახაბერ კოტრიკაძემ.

დღესვე თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და შპს „სილქ ფაქტორი სტუდიოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე, თეატრისათვის სპექტაკლების გასამართად, კომპანია პერიოდულად და უსასყიდლოდ, გადასცემს მის მფლობელობაში არსებულ, თბილისში, კოსტავას N59-ში მდებარე, „აბრეშუმის თეატრის“ სახელით ცნობილ თეატრალურ სივრცეს.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account