ავტორი: allmedia.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
394

Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იმერეთში ინაცვლებს. 21 ივნისს ლუდის ფესტივალს ამჯერად ქუთაისი უმასპინძლებს.

სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დამსწრე საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელოდება, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად Bavaria-ს  სამშობლოში მოგზაურობის სრული პაკეტი გათამაშდება.

Bavaria-ს ლუდის ფესტივალმა სტარტი სოფელ რუხიდან აიღო, სადაც 16 ივნისს უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. გარდა სასიამოვნო და მხიარული ატმოსფეროსი, მათ ადგილზე უგემრიელესი Bavaria-ს ლუდის დაგემოვნებისა და პრიზების მოგების საშუალება ჰქონდათ.

პირველი სუპერ-პრიზის მფლობელიც უკვე ცნობილია. აბაშაში მცხოვრებმა დავით გახოკიძემ ამსტერდამის საგზური უკვე მოიგო და ის სხვა დანარჩენ, 9 გამარჯვებულთან ერთად მალე Bavaria-ს ჰოლანდიაში გაემგზავრება.

“უკვე მესამე წელია რაც საქართველო Bavaria-ს ოჯახის წევრია. წელს კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მომხმარებელს მადლობა ლუდის ფესტივალების საშუალებით გადაუხადოს. სტარტი ავიღეთ სოფელი რუხიდან, სადაც Bavaria-ს ლუდის ფესტივალი ჩატარდა და ამის შემდეგ გადავდივართ სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენი გათამაშების პირველი გამარჯვებული უკვე ცნობილია. კიდევ გვეყოლება 9 გამარჯვებული და ყველანი გაემგზავრებიან Bavaria-ს სამშობლოში, ჰოლანდიაში“, აღნიშნა სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერმა მიხეილ ქურდაძემ.

სს „ქართული ლუდის კომპანიაში აცხადებენ, რომ Bavaria-ს ლუდის ფესტივალს საქართველოს დიდი ქალაქები ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს და ადგილზე მისულ სტუმრებს გასართობ პროგრამასთან ერთად, დროის საინტერესოდ გატარების საშუალება მიეცემათ.

ბავარიის  ლუდის ფესტივალი  26 ივნისს ქ.თელავში  გადაინაცვლებს.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account