ავტორი: allmedia.ge
სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018 18:28
69

ე.წ. ჩანაწერების სკანდალებს და კომპრომატების ომს, საარჩევნო პროცესსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაზე რაიმე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა.


მისი თქმით, არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირაა დარჩენილი და რჩება შთაბეჭდილება, რომ ცესკოს მიერ არჩევნებისთვის მზადება, კანდიდატთა საარჩევნო კამპანია და ჩანაწერებით ომი, ორ პარალელურ, ერთმანეთისგან განყენებულ სიბრტყეში მიმდინარეობს.


„მედიიდან თითქმის გაქრა დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პრეტენზიები და ბრალდებები ცესკოს მიმართ, რითაც უხვად იყო დატვირთული გასული თვენახევარი. ცესკოს კრიტიკა აღარ არის აქტუალური. მითუმეტეს, როცა სერიოზული ხელჩასაჭიდიც არ არსებობს. თუმცა, ეს შეიძლება ქარიშხლის წინ არსებული სიჩუმე იყოს და დამკვირვებლები შესაფერის მომენტს ელოდებიან.

 

რას შეიძლება შეეხოს კრიტიკა? ბიულეტენის ბეჭდვას და დროულად მიწოდებას საარჩევნო უბნებზე, პენიტენციურ დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში ხმების მიცემას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას“ - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, რადგან პოლიტიკური ტემპერატურა არჩევნების წინ საკმაოდ აწეულია და დესტრუქციული ქმედებების ალბათობაც შედარებით მაღალი, ცესკოს მხრიდან ნებისმიერი, თუნდა მცირე პროცედურული დარღვევა, მაშინვე გაბუქებული და გამოყენებული იქნება ცნობილი ჯგუფების მიერ.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account