ავტორი: on.ge
ორშაბათი, 30 ნოემბერი -0001 03:00
1304

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილებები მიიღო, რომლითაც პირად მოხმარებაზე მარიხუანის ლიბერალიზაცია მოხდა. ეს 260-ე მუხლს არ ეხება, რომელიც გასაღებასა და გაყიდვას ეხება. ასე რომ, ილუზია არავის ჰქონდეს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია ხდება. მარიხუანის გაყიდვა-გასაღება დასჯად ქმედებად რჩება. უბრალოდ, პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებული მარიხუანა სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება გამოყენებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან მიმაჩნია, რომ პირადი მოხმარების მიზნით ადამიანები ციხეში არ უნდა გავუშვათ და ეს ნასამართლეობის მიზეზი არ უნდა იყოს. ოთხსვეტიანი და დაბალანსებული პოლიტიკა უნდა იყოს – ზრუნვა, მკურნალობა და რეპრესიები. ეს მიდგომა სწორია. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ანალოგიური მიდგომა საინექციო ნარკოტიკებზე იყოს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანასთან მიმართულებაში მიიღო. მომავალ კვირას საკანონმდებლო პაკეტს განვიხილავთ, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account