ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი კირვალიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვს

ადვოკატის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი კირვალიძის მიმართ, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი კირვალიძის ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
-
“გიორგი კირვალიძესთან დადებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება უნდა ბრალდების მხარეს. მოთხოვნა ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია. ხვალ, 4 საათზე იქნება სხდომა სააპელაციო სასამართლოში“, – წერს ბორის ჩელე ყურუა.
ინფორმაციისთვის, გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა. რის საფუძველზეც მას 1 წელი რეალური და 3 წელი პირობითი სასჯელი დაუმტკიცდა თუმცა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ გიორგი კირვალიძემ განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა და საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი კირვალიძეს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, წარდგენილი ჰქონდა ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.