აშშ-ში, რესტორანში მისულ ავტომატიან თავდამსხმელს შეიარაღებული მოქალაქე დაუპირისპირდა – ვრცელდება შემზარავი კადრები, რომლებშიც ჩანს , როგორ ესვრიან ისინი ერთმანეთს რესტორნის გარეთ

აიდაჰოს In-N-Out-ის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებულ თავდამსხმელს იარაღიანმა მოქალაქემ ცეცხლი გაუხსნა. შემზარავ კადრებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩანს, როგორ ესვრიან ისინი ერთმანეთს რესტორნის გარეთ. კოენი ვიდეოს საკუთარი მანქანიდან იღებდა.
- სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა მამაკაცმა თავი მოიკლა.

როგორც თვითმხილველი და ვიდეოს ავტორი ლეინ კოენი ამბობს, მოქალაქემ, რომელსაც შემთხვევით იარაღი აღმოაჩნდა და თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, ამით მისი ყურადღება მიიქცია და რესტორანში მომუშავე პერსონალსა და სტუმრებს გაქცევის საშუალება მისცა.

34 წლის კოენი ამბობს, რომ ის In-N-Out-თან ახლოს შუქნიშანზე იმყოფებოდა, როდესაც დაინახა, როგორ გამოვიდა ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი ავტოსადგომიდან, რა დროსაც მეორე მამაკაცმა პისტოლეტით სროლა დაუწყო.
როგორც კოენი ყვება, შემდეგ მან დაინახა ქალი, რომელიც სარესტორნო ქსელის უნიფორმაში იყო ჩაცმული და გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობიდან სისხლი სდიოდა. მოგვიანებით, დაჭრილი ქალი მეორე თანამშრომელმა ავტოსადგომზე გადაიყვანა. კოენი, პისტოლეტით შეიარაღებული მოქალაქე და In-N-Out-ის თანამშრომელი დაჭრილ გოგონასთან მანამ დარჩნენ, სანამ პარამედიკოსსები მივიდოდნენ.

პოლიციას ჯერჯერობით არ განუცხადებია გარდაცვლილი თავდამსხმელის ვინაობა და მოტივი.

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=476&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Freel%2F1558077245805272%2F&show_text=false&width=346&t=0″ width=”346″ height=”476″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>
მოამზადა: ანა სიბოშვილმა