ბავარიის ქალაქ ტროიხტლინგენში რელსებზე ნაპოვნი საეჭვო საგნის გამო, მატარებლების მოძრაობა შეჩერდა

ბავარიაში, ქალაქ ტროიხტლინგენში რელსებზე ნაპოვნი საეჭვო საგნის გამო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, პოლიცია ტროიხტლინგენში სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებს.
პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, საეჭვო საგანი რკინიგზის სადგურის შესასვლელთან, რელსებზე აღმოაჩინეს.
ამჟამად ფედერალური პოლიციის სპეციალური ჯგუფი საგანს იკვლევს, რათა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა ის რეალურ საფრთხეს.
ტროიხტლინგენში, რომელიც ნიურნბერგსა და ინგოლშტადტს შორის მდებარეობს, დაახლოებით 13 000 ადამიანი ცხოვრობს.