გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 აგვისტოს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩარდახი, წეროვანი, გოროვანი, არაშენდა, მუხრანი, შანკევანი, საგურამო, გალავანი, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
მათივე ცნობით, 12:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 18:20 საათამდე დენი გაეთშებათ აბონენტებს სოფელ მამკოდაში. 11:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში აღმაშენებლის, დიდგორის, გაბრიელ ათონელის, ვაშაძის, სარაჯიშვილის, კვირაცხოველის, უგრელიძის, გიორგი ბრწყინვალეს, მაჭავარიანის ქუჩებზე, თელოვნის მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, ანდრონიკაშვილის, რაინეგსის, რუსთაველის, ცამეტი ასურელი მამის, ჰაინრიხ კლაპროთის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფელ გლდანში ქერჩის, კულა გლდანელის, ნასერალის ქედის, მიდელაურის და მიმდებარე ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, თხინვალა, წოდორეთი, მსხალდიდი, ზემო და ქვემო ლისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.