მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 01:50
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ

Prime Time 6 აგვისტო, 2026 · 00:05 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე კიდევ ერთი ფიგურანტი ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. ინფორმაცია ფორმულას საქმის პროკურორმა დაუდასტურა.

ის აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდადებულ გიორგი რიკაძის შეყვარებულია.

საგამოძიებო უწყება ანასტასია ბერუაშვილს სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით აკავებენ, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს.