გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ „ხეტაფეში“ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ „ხეტაფეში“ განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
გიორგი გასულ სეზონში პორტუგალიური „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა, თუმცა სათამაშო დრო არასაკმარისად ჰქონდა. ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით მატჩს „ხეტაფე“ 15 აგვისტოს გამართავს, მისი მეტოქე „ალავესი“ იქნება.