მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 20:37
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

დედამ 12 წლის ქალიშვილი პედოფილთან გაგზავნა, რომ კაცს მასთან ონლაინფლირტი არ შეეწყვიტა – გამოძიება 6 წლის შემდეგ დაიწყო (რუსეთი)

Prime Time 3 აგვისტო, 2026 · 19:46 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ეკატერინბურგში, დედამ 12 წლის ქალიშვილი პედოფილთან გაგზავნა, რომ კაცს მასთან ონლაინფლირტი არ შეეწყვიტა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, ქალმა ქალიშვილის ანგარიში შექმნა სოციალურ ქსელში, რომელსაც გოგონა არ იყენებდა. ამის შემდეგ დედამ დაიწყო მისი გამოყენება.

ერთ დღეს უცნობმა მამაკაცმა მოწერა, რომელიც არასრულწლოვან გოგოს სექსუალურ კავშირს სთავაზობდა. დედა, რომელიც შვილის ნაცვლად წერდა უცხო კაცს, კვირის განმავლობაში ემესიჯებოდა უცხო კაცს. მამაკაცმა შესთავაზა პირისპირ შეხვედროდნენ.

ქალმა გოგონა მართლაც გაგზავნა შეხვედრაზე და მოატყუა, რომ კაცი კარგ კლუბში ჩარიცხვაში დაეხმარებოდა.

მოზარდმა მამაკაცის ბინიდან გაქცევა საღამოს შეძლო. სახლში ატირებული მივიდა, მაგრამ დედას არაფერი უკითხავს.

ყველაფერი 6 წლის შემდეგ გაირკვა, გოგონა სრულწლოვანი გახდა და ამ საზარელი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად მიმართა.

საქმის გამოძიება დაიწყო და სავარაუდოდ, პედოფილთან ერთად დედასაც დაიჭერენ.