მთავარი კონტენტი
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 | 20:53
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

,,დედაჩემი ყოველთვის ჩემს გვერდით დგას“ – ევა ბარბაქაძე გულახდილად საუბრობს

Prime Time 7 აგვისტო, 2026 · 19:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე,  „მადისაღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც გულახდილად ისაუბრა დედასთან ურთიერთობაზე, პირად ცხოვრებასა და სიყვარულზე.

როგორც ევა აღნიშნავს, მასსა და შორენა ბეგაშვილს განსაკუთრებული კავშირი აკავშირებთ. მისი თქმით, მიუხედავად გარკვეული ხასიათობრივი განსხვავებებისა, ისინი ბევრ რამეში ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

„ასეთი კონკრეტული რჩევა არ მახსენდება, მაგრამ დედაჩემის გვერდში დგომა სულ მახსოვს – ყოველთვის ჩემს გვერდით დგას, რასაც უნდა ვაკეთებდე და სადაც უნდა ვიყო. ვფიქრობ, ეს დედების ყველაზე დიდი ძალაა და ამას განსაკუთრებით ვაფასებ,“ – ამბობს ევა.

მისივე თქმით, ორივე საკმაოდ ჯიუტია, თუმცა უფრო ხშირად დათმობაზე თავად მიდის.

„ორივე ძალიან ჯიუტი ვართ, არც კი ვიცი, რომელი უფრო ჯიუტია. მე უფრო ხშირად ვნებდები,“ – აღნიშნავს ის.

„დედაჩემი უფრო ემოციურია, იუმორის გრძნობა კი თითქმის ერთნაირი გვაქვს. სპონტანურობა არცერთს არ გვიყვარს. სელფებს დედაჩემი უფრო ხშირად იღებს, დაგვიანებით კი ორივე ერთნაირად ვაგვიანებთ,“ – ამბობს ევა ბარბაქაძე.