მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 | 14:00
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ვლადიმერ გამყრელიძე ბუდაპეშტის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

Prime Time 16 ივლისი, 2026 · 12:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ბუდაპეშტში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ვლადიმერ გამყრელიძემ (86კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ვიცე-ჩემპიონები გახდნენ რობერტ დინგაშვილი (57კგ) და აკაკი ქემერტელიძე (70კგ).

სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო ახალგახრდა თორნიკე სამხარაძემ (86კგ), რომელიც ნახევარფინალში გამყრელიძესთან დამარცხდა.

დღეს, 16 ივლისს ბუდაპეშტში ხალიჩაზე 79, 92, 97, 125კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენებს ვიხილავთ. მედლებისთვის ტარიელ გაფრინდაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე (79კგ), მირიან მაისურაძე, ზაურ ბერაძე (92კგ) და სანდრო მარგიშვილი (97კგ) იბრძოლებენ.