ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო III წირვას ზუგდიდში აღავლენს

ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III წირვას ზუგდიდში აღავლენს.
როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში უკვე მივიდა, სადაც სადღესასწაულო წირვას აღავლენს.
ცნობისთვის, 15 ივლისს აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული – ვლაქერნობა. ამ დღეს, ზუგდიდში, ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა პატივი მიაგონ მას.