ზუგდიდში, სასტუმროში კაცის ცხედარი იპოვეს – რა დეტალებია ცნობილი?

ზუგდიდში, სასტუმრო “მარსში” 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს – ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, კაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა და სასტუმრო “მარსში” ნომერი იქირავა.
Ambebi.ge დეტალებს შსს-ში არკვევს.