ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება – CNN

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.
აქტივობა ასევე შეამჩნიეს პიკექსის მთის რაიონში, სადაც, სპეციალისტების შეფასებით, ირანი მიწისქვეშა ბირთვულ ინფრასტრუქტურას ავითარებს. ახალ ფოტოებზე ჩანს სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გვირაბების გავლით გადაადგილდებიან. გარდა ამისა, თანამგზავრული ფოტოებზე ჩანს აღდგენითი სამუშაოები ირანის რამდენიმე სარაკეტო და ავიაბაზაზე.
ამასთანავე, ისპაჰანის, ფორდოსა და ნათანზის მსხვილ ბირთვულ ობიექტებზე მსგავსი აქტივობის ნიშნები ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა