იტალიაში 36 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა – რას ჰყვებიან ნათესავები ტრაგედიასთან დაკავშირებით

იტალიის ქალაქ ნაპოლში 36 წლის ქართველი ემიგრანტი, ვანო ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
“მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი იყო. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტალიაში სამუშაოდ იმყოფებოდა.
ნათესავების თქმით, მამაკაცი სამსახურში არ გამოცხადდა. ამის შემდეგ, თანამშრომლებმა მისი ადგილსამყოფლის გარკვევა სცადეს და საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
ოჯახმა ვანო ელოშვილის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე უკვე მიმართა საქართველოს საელჩოს იტალიაში, რომელიც შესაბამის პროცედურებს უზრუნველყოფს.