მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026 | 21:06
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

კოლუმბიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა – განახლებული ცნობები სტიქიის ეპიცენტრიდან

Ambebi.ge 10 აგვისტო, 2026 · 19:10 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

კოლუმბიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა Espectado-ს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ჩოკოს დეპარტამენტში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.

ქალაქ მანისალესის მერის ხორხე ედუარდო როხასის განცხადებით, ქალაქში 2 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა.

ასევე, მიწისძვრის შედეგად ქალაქ კალიში 20-მდე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის (SGC) განახლებული მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა.