მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 23:50
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

კრაზანას ნაკბენის საგანგაშო შემთხვევები – ექიმებმა თელავსა და მარტვილში ორი პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინეს

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 22:19 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

თელავში, კრაზანას ნაკბენის შედეგად, 70 წლის ქალს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადის ჩარევის შედეგად გადარჩა.
პაციენტის თქმით, შემთხვევა თელავში, სტუმრად ყოფნის დროს მოხდა.
„-სტუმრად ვიყავი, სადაც მიკბინა ბზიკმა და დამემართა ანაფილაქსიური შოკი. რომ არა ოპერატიული ჩარევა, ალბათ ვერ გადავრჩებოდი. მინდა მადლობა გადავუხადო თელავის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მორიგე ექიმს, ქალბატონ მაიას და მის გუნდს დროული დახმარების აღმოჩენისთვის.
ფრთხილად იყავით, ერიდეთ ბზიკებს! სიკვდილს ჩავხედე თვალებში“, – დაწერა ქალმა სოციალურ ქსელში.

კრაზანას ნაკბენი, ძირითადად იწვევს ადგილობრივ ტკივილს, სიწითლეს, შეშუპებასა და ქავილს იწვევს.
ზოგ შემთხვევაში ნაკბენს ძლიერი ალერგიული რეაქციის, მათ შორის, ანაფილაქსიური შოკის გამოწვევა შეუძლია.
ანაფილაქსიური შოკი, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშია და სწორი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

ანალოგიური ფაქტი მოხდა გუშინ მარტვილში/ 41 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, კრაზანის ნაკბენით გამოწვეულმა ანაფილაქსიურმა შოკმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო, მას პულსი და წნევა დაუვარდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზევე ხელახლა აამუშავა მისი გული, შემდეგ კი მარტვილის ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმმა გიორგი ხორავამ პერსონალთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოლა მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

მამაკაცის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, ოჯახი მადლობას უხდის სასწრაფო დახმარების ბრიგადას და სამედიცინო პერსონალს პაციენტის გადარჩენისთვის.