„ლინდას ფეხბურთი დიდად არ უყვარს… თუ მინდა ყურება, ჩემს კაბინეტში ვრთავ ტელევიზორს…“ – გიორგი გველესიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა გადაცემასთან „დილა მშვიდობისა საქართველო“ ინტერვიუში პირად ცხოვრებასა და ფეხბურთზე ისაუბრა.
ფეხბურთელის თქმით, ოჯახში სპორტის თემას ხშირად არ განიხილავენ და მას მოსწონს, რომ სახლის გარემო ფეხბურთისგან დამოუკიდებელია.
„ფავორიტი ნაკრები არ მყავს. მე მჯეროდა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო. ოჯახში ფეხბურთის თემები არ შემომაქვს… ლინდას ფეხბურთი დიდად არ უყვარს და მეც არ ვაძალებ არც ყურებას, არც ფეხბურთზე საუბარს… მეც ეს მსიამოვნებს, რომ ჩემს სახლში ფეხბურთზე საუბარი არ არის. თუ მინდა ყურება, ჩემს კაბინეტში ჩავრთავ ტელევიზორს და ვუყურებ ფეხბურთს“, – ამბობს გიორგი გველესიანი.