მშენებლებმა საკანალიზაციო სამუშაოების დროს ოქროს საცავი აღმოაჩინეს და პოლიციას გადასცეს (უცხოეთი)

ბელგიურ ქალაქ სინტ-გილის-დენდერმონდში მშენებლებმა ყოფილი ლუდსახარშის სარდაფში დაახლოებით ცხრა მილიონი ევროს ღირებულების ოქროს მონეტები და ზოდები იპოვეს. ამის შესახებ New York Post იტყობინება.
აღინიშნება, რომ ძვირფასი მეტალი საკანალიზაციო მილის გაყვანის სამუშაოების დროს აღმოჩნდა. მუშები შენობის საძირკველს შლიდნენ, როდესაც დამალული მონეტები შენიშნეს. მათ ნაპოვნი ყველაფერი პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს.
ამჟამად ოქრო იმყოფება ორგანიზაცია CAW Oost-Vlaanderen-ის განკარგულებაში, რომელიც დენდერმონდის მაცხოვრებლების სოციალური მხარდაჭერით არის დაკავებული. სახსრები საქველმოქმედო მიზნებისთვის დაიხარჯება.