მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 23:21
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“ნაგვის მდინარე“ ფილიპინებში – 9-დღიანი კოკისპირული წვიმების შემდეგ, ნაგავს წყლის ზედაპირი თითქმის სრულად აქვს დაფარული (ფოტოები)

Ambebi.ge 12 აგვისტო, 2026 · 21:50 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ფილიპინებში, 9-დღიანი კოკისპირული წვიმების შემდეგ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ნაგვით სავსე მდინარეს დასუფთავებას შეუდგნენ.

გადაღებულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ უწევთ მუშებს თითქმის მხრებამდე ნაგვით წყალში გადაადგილება იმ დამანგრეველი მუსონის შემდეგ, რომელიც ქვეყანას ერთ კვირაზე მეტია რაც თავზე ატყდება.

უწყვეტმა წვიმებმა სანაპირო ქალაქის წყლის არხებში უამრავი ტონა ნარჩენი ჩარეცხა. მთელ ქალაქში გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ნაგავს წყლის ზედაპირი თითქმის სრულად აქვს დაფარული, რის გამოც თავად წყალი თითქმის აღარ ჩანს.

შედეგად, დასუფთავების თანამშრომლებს დაბინძურებულ მდინარეებში შესვლა და ნარჩენებით გაჭედილი არხებისა და ნაკადულების გაწმენდა უწევთ. მათ ამწეებით, ნავებითა და სპეციალური კონტეინერებით ეხმარებიან, რომელთა მეშვეობითაც რაც შეიძლება მეტი ნაგვის ამოღებასა და გატანას ცდილობენ.

იმ ფონზე, როდესაც ქალაქი უსასრულო ნარჩენებისგან გაწმენდას იწყებს, ადგილობრივი ხელისუფლება ნაგვის დაყრაზე ჯარიმების გამკაცრებას გეგმავს.

ნაგვის პრობლემა ქალაქსა და მის შემოგარენში წლებია მწვავედ დგას. 2021 წლის კვლევამ აჩვენა, ახლოს მდებარე მდინარე პასიგი (Pasig River) ოკეანეში პლასტმასის ჩაღვრის ერთ-ერთი მთავარი წყაროდ იქცა.

წყარო