მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 10:47
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია – რეალიზაცია პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება

Prime Time 12 აგვისტო, 2026 · 09:02 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია.

შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფორმების დასაწყობება, უახლოეს დღეებში კი მათი მიწოდება დაიწყება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში.უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონებში.

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.

II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება.