მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 18:16
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“ტრაგედიამდე ალექსანდრე გაბაშვილი ChatGPT-ის აწვდის თავისი ელექტროშოკის ინფორმაციებს და ეუბნება: გათიშავს თუ არა პიროვნებას, თან ეუბნება, დაივიწყე, რაც გითხარი” – გიგა ავალიანის დედა

Ambebi.ge 9 აგვისტო, 2026 · 16:06 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – მოკული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მიმოწერა, რომელიც იმნაძის ბებიამ გაასაჯაროვა, დიდი ხანია მას ნანახი აქვს და ეს არაფერს ცვლის, რადგან, მისი თქმით, ნია იმნაძეს მკვლელობას არავინ ედავებოდა და მას სწორედ წაქეზებას ედავებიან.

ეკა კუპატაძის თქმით, წარმოუდგენელი და დაუჯერებლია, ის რაც საქმის მასალებში დევს.

“ათმა არასრულწლოვანმა 4 დღეში დაგეგმა და ჩაიდინა მკვლელობა. თქვენზე მეტად მე მიკვირის. უფრო მეტად მიკვირს, რაც დევს საქმის მასალებში. მკვლელობისთანავე, როგორც კი ტაქსიში ჩაჯდა გაბაშვილი, დროის სიზუსტით გეუბნებით, მაშინვე წერს ანი ნასყიდაშვილს [შეტყობინებები] წაშალე. ტრაგედიამდე ალექსანდრე გაბაშვილი ChatGPT-ის აწვდის თავისი ელექტროშოკის ინფორმაციებს და ეუბნება გათიშავს თუ არა პიროვნებას, თან ეუბნება, დაივიწყე რაც გითხარი. ხალხო, ჩვენ საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ კრიმინალებთან. მე რა, რომ იყვნენ 17 წლის ბიჭები? ფაქტია, თქვენ ნახეთ მათი ძალადობის კადრები, მათ დარტყმის ტექნიკებიც იციან“ – განაცხადა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ, “TV პირველთან”.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.


<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/YtXqMZ5okmQ?si=UdBbTUJT6njV-jWk” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” referrerpolicy=”strict-origin-when-cross-origin” allowfullscreen></iframe>