მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 00:48
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

Prime Time July 11, 2026 10:21 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა. მან გამარჯვება სამ რაუნდში ბრძოლის შედეგად მოიპოვა.

„პირველ რიგში, მადლობა ერთობისთვის, საქართველო ყოველთვის იქნება ერთიანი და ძლიერი. ღმერთმა დალოცოს.
კიდევ ერთხელ მინდა RAF-ს, ორგანიზატორებს მადლობა ვუთხრა, რომ აირჩიეს საქართველო, თბილისი. საუკეთესო ქარდი იყო და მომავალშიც იქნება არაერთი ასეთი ღონისძიება და ჩვენ შეგვიძლია ყველაფერში საუკეთესოები ვიყოთ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

მანამდე ამავე ტურნირზე გამარჯვებები ქართველმა მოჭიდავეებმა – გივი მაჭარაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი მიმდინარეობს.