„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებულმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა

ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ვერაზე სროლის შედეგად 3 ადამიანია დაჭრილი. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, დაჭრილებს შორის ერთი, გამვლელი ქალია, ორი კი 17 და 18 წლის ბიჭები.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.