შეიძლება თუ არა ვაშლის ნარჩენის ჭამა – რა მოხდება, თუ კურკას გადაყლაპავთ

ბევრი ყრის ვაშლის ნარჩენს და არც კი ეჭვობს, რომ სწორედ შუაგულშია თავმოყრილი სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამავდროულად, ვაშლის კურკების გარშემო დავა დღემდე გრძელდება.
მოდით გავერკვეთ, სინამდვილეში შეიძლება თუ არა ვაშლის თესლის (კურკის) ჭამა, რომლის სარგებელი და ზიანი ამდენ კითხვას იწვევს.
ადამიანების უმეტესობა ვაშლის რბილობს ჭამს, გულს კი ყრის. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ნაყოფის სწორედ ამ ნაწილში შედის არაერთი სასარგებლო ნივთიერება, წერს გამოცემა Verywell Health.
ნაყოფის სწორედ ამ ნაწილშია ყველაზე მეტი პრობიოტიკი – სასარგებლო მიკროორგანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ნაწლავების ჯანმრთელობას. ვაშლის მიკრობიოტის კვლევები აჩვენებს, რომ ნაყოფის სხვადასხვა ნაწილში მიკროორგანიზმების სხვადასხვა რაოდენობაა. პრობიოტიკები გვეხმარება ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებაში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კარგი საჭმლის მონელებისთვის, არამედ იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაც. ზოგიერთი კვლევა ჯანსაღ მიკრობიომს გულის მდგომარეობასთან და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთანაც კი აკავშირებს.
ეხმარება საჭმლის მონელებას – ვაშლის გული მდიდარია პექტინით, ხსნადი უჯრედისის განსაკუთრებული სახეობით. ის საკვებია ნაწლავში არსებული სასარგებლო ბაქტერიებისთვის, რის წყალობითაც ნარჩუნდება ჯანსაღი მიკროფლორა. გარდა ამისა, პექტინი გვეხმარება საჭმლის მონელების მოწესრიგებაში, ხელს უწყობს ნაწლავების რეგულარულ მუშაობას, გვეხმარება ჭამის შემდეგ დანაყრების შეგრძნების დიდხანს შენარჩუნებაში და შეუძლია სისხლში შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნება. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მას ძალუძს ნაწლავში ანთებითი პროცესების შემცირება და იმუნიტეტის გაძლიერება.
შეიცავს მეტ ანტიოქსიდანტს – ვაშლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ნივთიერებებით, რომლებიც იცავენ ორგანიზმის უჯრედებს დაზიანებისგან და გვეხმარებიან ანთებასთან ბრძოლაში. ვაშლის რეგულარული მიღებისას ორგანიზმში ანტიოქსიდანტების დონე შეიძლება ამაღლდეს. ვაშლის შემადგენლობაში შედის ფლავონოიდები, პოლიფენოლები, ასევე C და E ვიტამინები. ამასთან, ამ ნივთიერებების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სწორედ ნაყოფის გულშია.
შესაძლო სარგებლის მიუხედავად, ვაშლის გული ყველასთვის მისაღები არ იყოს. ის საკმაოდ მაგარია, ამიტომ პატარა ბავშვებისთვის, ყლაპვის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც უჭირს მყარი საკვების დაღეჭვა, უკეთესია მისი მიღებისგან თავის შეკავება.
და ახლა მთავარი კითხვა – შეიძლება თუ არა ვაშლის გულის ჭამა კურკებთან ერთად. სპეციალისტები ამას არ გვირჩევენ, რადგან ისინი შეიცავენ ამიგდალინს. დაღეჭვისა და მონელებისას ამ ნივთიერებამ შეიძლება გამოყოს მცირე რაოდენობით ციანიდი. თავისთავად ციანიდი ძლიერი საწამლავია, თუმცა ერთ-ორ ვაშლის თესლში ის ზედმეტად ცოტაა იმისათვის, რომ ზიანი მიაყენოს ჯანმრთელ ადამიანს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, არ ვჭამოთ კურკები განზრახ და ყოველთვის მოვაცილოთ ისინი გულის შეჭმამდე.