მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 20:35
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ძიძამ ორ წლამდე ასაკის ბავშვებზე სექსუალური ძალადობა გადაიღო – სასამართლომ მას 70 წლით პატიმრობა მიუსაჯა

Prime Time 9 აგვისტო, 2026 · 18:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

აშშ-ის ოჰაიოს შტატში 26 წლის მოლი ელიზაბეთ დუნკანს, რომელიც ძიძად მუშაობდა, ორ მცირეწლოვან ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის 70 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

გამოძიების ინფორმაციით, დუნკანი ჩრდილო-აღმოსავლეთ ოჰაიოში ოჯახების ძიძად დაახლოებით 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ივლისამდე მუშაობდა. სამართალდაცავებმა დაადგინეს, რომ მან ბავშვებზე სექსუალურად იძალადა და მომხდარს მობილური ტელეფონით გადაიღო.

გამოძიებისას მისი ელექტრონული მოწყობილობების ექსპერტიზამ ორივე ბავშვის შესახებ რამდენიმე უკანონო ფაილი გამოავლინა.  დუნკანი ჩანაწერებს სოციალურ ქსელში სხვა ადამიანსაც უზიარებდა. 

ქალმა 2026 წლის აპრილში ფედერალურ სასამართლოში თავი დამნაშავედ ცნო ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან, უკანონო მასალის გავრცელებასა და ფლობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.