წალენჯიხაში, მდინარეში მამაკაცმა ახალგაზრდა დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და წყალმა გაიტაცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მდინარე სქურში წყალი მოულოდნელად, დიდი სისწრაფით მოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და წყალმა გაიტაცა. დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია.