მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026 | 00:37
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

წვიმის შემდეგ ზღვაში ჩასვლას ნუ იჩქარებთ – სპეციალისტების გაფრთხილება

Prime Time 4 აგვისტო, 2026 · 20:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ზაფხულის ცხელ დღეებში დასვენების მთავარი ადგილი ზღვა და აუზია. თუმცა არამდგრადი ამინდების, ხშირი წვიმებისა და წყლის დაბინძურების ფონზე ბევრს უჩნდება კითხვა – სად არის ბანაობა უფრო უსაფრთხო?

სპეციალისტების განმარტებით, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. უსაფრთხოება, პირველ რიგში, წყლის ხარისხზე, ჰიგიენურ პირობებსა და მოვლაზეა დამოკიდებული.

რატომ არ არის რეკომენდებული წვიმის შემდეგ ზღვაში ბანაობა?
ძლიერი წვიმის შემდეგ, განსაკუთრებით ქალაქის სანაპიროებთან, ზღვაში დროებით იზრდება დაბინძურების რისკი. წვიმის წყალს ზღვაში ჩააქვს ქუჩებიდან, მდინარეებიდან და სანიაღვრე სისტემებიდან სხვადასხვა მიკროორგანიზმი და დამაბინძურებელი ნივთიერება.

ამის გამო შესაძლოა გაიზარდოს ნაწლავური ინფექციების, თვალისა და ყურის ანთების, ასევე კანის გაღიზიანების რისკი.

თუ ზღვის წყალი დამღვრიეულია ან სანაპიროსთან მდინარე ერთვის, სპეციალისტები ბანაობისგან რამდენიმე საათით, ზოგჯერ კი 24 საათამდე თავის შეკავებას გვირჩევენ.

წყარო