ხანძარი გორში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

გორში, ე.წ კომბინატის დასახლებაში, შინდისის გმირების გამზირზე ხანძარი იყო. ცეცხლი ერთ-ერთი შენობის გამწოვ სისტემას გაუჩნდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია.