მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 15:18
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Prime Time July 11, 2026 1:18 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნაა. დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/ რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა მოაწერეს.

მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებს შემდგომ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაში შეუწყობს ხელს.

მემორანდუმი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პროფესიული და პრაქტიკული უნარების განვითარების, მათ მიერ პროფესიული გამოცდილების მიღებისა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ამასთან, აღნიშნული პროგრამის სტუდენტები სამინისტროს სისტემაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით პრაქტიკული სწავლებას გაივლიან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მემორანდუმი ხელს შეუწყობს სისტემისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადებას, პერსპექტიული კანდიდატების გამოვლენას, შემდგომი პროფესიული განვითარების, სტაჟირების ან დასაქმების მიზნით.

ჯანდაცვის მინისტრმა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მემორანდუმის ფარგლებში თუ ჯანმრთელობის დაცვის სხვა მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.