მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 16:02
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ჰავაიზე სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 14:48 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

სტიქიას ჰავაიზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა – ქარიშხალმა “ლალამ” ჰავაიზე ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად დაფიქსირდა ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევა.

უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო, ელმომარაგების სისტემები მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 60 000-ზე მეტი ოჯახი და კომერციული ობიექტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პირველი კატეგორიის ქარიშხლის ფონზე კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.სინოპტიკოსები მოქალაქეებს სიფრთხილისა და გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.