მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 00:09
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

“24 იანვრის ღამეს თამარ ნავროზაშვილის ძმა მიგზავნის მესიჯს… მე ვერ ვნახე, რადგან “სპამებში” ჩავარდა”: რა მისწერა ნია იმნაძის ბიძამ ეკა კუპატაძეს? – გიგა ავალიანის დედა “სქრინს” აქვეყნებს

Ambebi.ge 8 აგვისტო, 2026 · 22:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

“ვისაც ლ(ь)ეგიტიმური კითხვები გაქვთ, 2-3 დღის შემდეგ ჩავწერ პატარა ვიდეოებს, სადაც ავხსნი დეტალურად ყველაფერს, რა კითხვებსაც წავაწყდები სოციალურ ქსელში” – ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნია იმნაძის ოჯახის ყველა წევრი და ადვოკატი არის მანიპულატორი.

გიგა ავალიანის დედა ასევე წერს, რომ 24 იანვრის ღამეს თამარ ნავროზაშვილის ძმამ სოციალურ ქსელში მისწერა. ეკა კუპატაძე ე.წ. სქრინს აქვეყნებს, რომელშიც ნია იმნაძის ბიძა ამბობს, რომ ნიამ გიგაზე თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა.

“ვისაც ლ(ь)ეგიტიმური კითხვები გაქვთ, 2-3 დღის შემდეგ ჩავწერ პატარა ვიდეოებს, სადაც ავხსნი დეტალურად ყველაფერს, რა კითხვებსაც წავაწყდები სოციალურ ქსელში. დამერწმუნეთ, ჩემზე სრულყოფილი საინფორმაციო წყარო ამ საქმეში არ არსებობს!

დღეს, “ფეისბუქის:” ალგორითმმა რამდენჯერმე ამოაგდო “მთავარი”-ის გვერდზე 24 იანვარს გამოქვეყნებული თამარ ნავროზაშვილის პოსტი. (ვდებ სქრინს.)

23-24 იანვარს აღვწერ დეტალურად: 23 იანვრის საღამოს 10 საათზე პოლიცია თითქმის ერთდროულად შევიდა ყველა ოჯახში, ჩხრეკის მიზნით. (საღამოს იმიტომ, რომ ოჯახის ყველა წევრი სახლში ყოფილიყო და არა იმიტომ, რომ “არაშრულჭლოვნების” ოჯახები დაებულ(ь)ინგებინათ.)

რა თქმა უნდა, ნავროზაშვილებმა ისტერიკები ატეხეს და პოლიციას კარი არ გაუღეს ადვოკატის გარეშე. (არც ერთ სხვა ოჯახში მსგავსი სცენები არ გამართულა.) ადვოკატის მობრძანებამ ჩხრეკის პროცესის დაწყება დააგვიანა და დამთავრდა, როცა უკვე დაწყებული იყო 24 იანვარი. (თამარ ნავროზაშვილმა მოასწრო თავისი ტელეფონის გადამალვა.)

  • ნავროზაშვილებმა იგრძნეს, რომ საფრთხე რეალური იყო, თან ამ დროს ჩიქოვანის დედა უკვე შიმშოლობდა პროკურატურასთან. ჩხრეკის დასრულებისთანავე, ცოტა ხანში, 24 იანვრის ღამის 3:51 სთ-ზე, თამარ ნავროზაშვილის ძმა ლუკას ნავროზაშვილი მიგზავნის მესიჯს. (ვდებ სქრინს.) მე ვერ ვნახე მესიჯი, რადგან ჩავარდა “სპამებში”.

ამის შემდეგ, ისტერიჩკა დედიკომ მოულოდნელად, იმავე ღამეს, როცა სახლში ნამდვილი წიოკი ჰქონდათ, “იპოვა” არაშრულჭლოვანი შვილიკოს წერილი მათემატიკის რვეულში და აპოსტა. (გახსოვთ ალბათ ის “წერილი”, რომელიც სავარაუდოდ, ადვოკატის კარნახით იყო დაწერილი და აქვე აღვნიშნავ, რომ სასამართლომ ეს წერილი არ მიიღო მტკიცებულებად.) საზოგადოება მიხვდა, რომ წერილი იყო სხვისი კარნახით დაწერილი და თამარ ნავროზაშვილმა კიდევ “აჯახა” პოსტი, სადაც ეწერა ის, რასაც მთავარის გვერდზე გვიტრიალებს დღეს ფეისბუქის ალგორითმი.

თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად ლ(ь)ეგიტიმური კითხვები ვისაც გაქვთ, აქ არ გაქვთ კითხვა, რატომ მიმტკიცებს მე ლუკას ნავროზაშვილი, რომ ნიაკო უდანაშაულოა და იმავდროულად (იმავე დღეს) რატომ პოსტაობს თამარ ნავროზაშვილი, რომ ეკამ იცის ნიაკოს უდანაშაულობაო?

  • გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ, ლუკას ნავროზაშვილის მეორე მესიჯის თარიღსაც. ეს არის დღე, როცა პროკურატურამ ძალადობის კადრები გაავრცელა. ანუ, ოღონდ იმნაძე გადარჩეს და წყალს წაუღია გაბაშვილი და ჩიქოვანიო. (რიკაძის ოჯახი სანაგვეზე ცოტა ადრე მოისროლეს.)

ახლაც, როცა მერაბ მაი ამბობენ, რომ ნიაკო უდანაშაულოა. ე.ი. მათი გეგმით ყველანაირი ინფორმაცია გაბაშვილს მიაწოდა მალანიამ და წყალს წაუღია მალანიები, ოღონდ “ნიაკო” გამოაძვრინონ.

ყველა ქმედებაში ჩანს მათი მანიპულაცია ნებიმიერ პიროვნებაზე. ამ ოჯახის ყველა წევრიც და ადვოკატიც, არის მანიპულატორი. თუმცა ვერ გააცურეს ექიმები და მალევე გაამწესეს იზოლატორში! ვერ გააცურეს სასამართლო! ნია იმნაძეს ვედავებით მანიპულაციით არაჯანსაღი აზროვნების და არამდგრადი ნებისყოფის მქონე გაბაშვილის წაქეზებას და არა მკვლელობის დაკვეთას!” – წერს ეკა კუპატაძე.