მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 15:15
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

30 წლამდე ახალგაზრდაა გარდაცვლილი – ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის ახალი დეტალები

Prime Time 15 ივლისი, 2026 · 13:59 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

როგორც „პრაიმტაიმს“  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს გარდაცვლილია ერთი ადამიანი, არსებული ინფორმაციით ის 30 წლის მამაკაცია.  ინციდენტი ბეტონის დასხმის დროს მოხდა.