მთავარი კონტენტი
Saturday, 11 July, 2026 | 15:18
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

VIDEO: „ბოდიში მინდა მოვუხადო ქართველ ხალხს – ყველას, ვინც იფიქრა, რომ ქართველი ხალხი მძულს…” – არმან ცარუკიანის ძმის მიმართვა

Prime Time July 11, 2026 2:01 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

UFC-ის მებრძოლის, არმან ცარუკიანის ძმამ, არტურ ცარუკიანმა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველებს ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მას ქართველი ხალხი სძულდეს, რაც კატეგორიულად უარყო.

არტურ ცარუკიანის განცხადებით, ის და მისი ძმა საქართველოში დაიბადნენ და ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ ქართველები და სომხები მოძმე ხალხები არიან. მისი თქმით, კონფლიქტი სოციალურ ქსელში დაწყებულ შეურაცხმყოფელ კომენტარებს მოჰყვა, ხოლო გავრცელებული ჩანაწერები კონტექსტიდან იყო ამოღებული.

მან ასევე მოუწოდა გულშემატკივრებს, სპორტსმენების პირად დაპირისპირებაში არ ჩაერიონ და „თრეშ-თოქი“ სპორტის ნაწილად აღიქვან.

ცნობისთვის, არმან ცარუკიანი 11 ივლისს თბილისში დაგეგმილ RAF-ის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.