მთავარი კონტენტი
Sunday, 12 July, 2026 | 23:10
სწრაფი სიახლე
სპორტი

“აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა – საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა” – დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ

SportMedia July 12, 2026 4:43 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

საფრანგეთის ნაკრების შესახებ, პარაგვაელი სენატორის სელესტა ამარილიას გარდა, სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებმაც ისაუბრეს.

 

მარიანო რახოი (ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი): „14 ივლისს საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში დავუპირისპირდებით. რა მოხდება? ამაზე პასუხის გაცემა რთულია. საკითხს არ ჩავურღმავდები, მხოლოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ისინი ორჯერ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები და ბოლო მუნდიალზე ფინალში გავიდნენ. მიმდინარე ტურნირზე ყველა მატჩი მოიგეს და ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზე არიან. ძალიან მაღალი დონის შემადგენლობა ჰყავთ. ამასთან, მათ რიგებში არცერთი ფრანგი არაა. ძალიან კარგად თამაშობენ და მრისხანე მეტოქე იქნება“, – ციტირებს რახოის RMC Sport-ი.

 

3-raio-1783874886.jfif

 

ებე კასადო (არგენტინის მენდოსას პროვინციის ვიცე-გუბერნატორი): „მე სოციალურ ქსელში პოსტი გამოვაქვეყნე: „ყოჩაღ, პარაგვაი. აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა. ვერ ვიტან მბაპეს“. მართლი გითხრათ, ჩემს გამონათქვამში რასისტულს ვერაფერს ვხედავ. თუ ვინმე ამას რასისტულად აღიქვამს, ეს იმას ნიშნავს, რომ აფრიკელებს არასრულფასოვნებად მიიჩნევს. მე მათ ასეთად არ ვთვლი. 

 

ისინი, ვინც ვინმესთვის „აფრიკელის“ წოდებას შეურაცხყოფად მიიჩნევენ, თავად არიან დისკრიმინაციისა და რასიზმის გამავრცელებლები. მე ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღებ. პირიქით, ხაზს ვუსვამ მათ ღირებულებას“, – განუცხადა კასადომ El Sol-ს.

წყარო: Sportall.ge