მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 15:37
სწრაფი სიახლე
სპორტი

ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? – პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს

SportMedia 12 აგვისტო, 2026 · 09:58 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ახალ სეზონს დღეს გახსნის და UEFA-ს სუპერთასის შეხვედრაში თბილისის დროით 23:00 საათზე “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება. 

 

პარიზელებს მომდევნო სეზონშიც ყველა ტიტულის მოგება სურთ და ეს გზავნილი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

 

“რომელ ტურნირზე ვიასპარეზებთ, ყველა ტიტულის მოგება გვინდა. ვიცი, რომ ისტორიულად ყოველთვის გამარჯვება ძალიან რთულია, მაგრამ ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ჩვენი დონე მოედანზე უნდა ვაჩვენოთ. 

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა მეტოქემ აჩვენა, თუ რამდენად სახიფათოები შეიძლება იყვნენ. კმაყოფილები ვართ იმით, თუ როგორ შევძელით თამაში. ჩვენი მიზანია დავამტკიცოთ, რამდენად არაპროგნოზირებადი შეგვიძლია ვიყოთ”, – თქვა ენრიკემ. 

 

სეზონის დაწყების წინ ფეხბურთელებს გუნდის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმაც მიმართა, რომელმაც მათ ერთიანობისკენ მოუწოდა. 

 

“სეზონი ხვალ იწყება. ის გრძელი იქნება… გვექნება როგორც მხიარული მომენტები, ასევე რთული პერიოდები. ისიამოვნეთ ამ სეზონით და გახსოვდეთ ერთი რამ: ერთად იმუშავეთ, ერთად გაიმარჯვეთ. ყველამ ერთად. თქვენ კლუბისა და პარიზის ელჩები ხართ, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ”, – ციტირებს ალ-ხელაიფის სიტყვებს RMC Sport.

წყარო: Sportall.ge