“კვარაცხელიას მარჯვენა ფეხი ვერცხლისწყლისგანაა ჩამოსხმული” – ფრანგი ჟურნალისტი ხვიჩას ტექნიკით აღფრთოვანებულია
ცნობილმა ფრანგმა საფეხბურთო მიმომხივლელმა პიერ მენესმა, „იუთუბის“ არხზე „ასტონ ვილასთან“ ევროპის სუპერთასზე, პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა:
„კვარაცხელია გოლამდე დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ გაიტანა თავის წარმოუდგენელ საფირმო სტილში. მისი მარჯვენა ფეხი თითქოს მართლაც ვერცხლისწყლისგანაა ჩამოსხმული. ისე მსუბუქად მიიღო ბურთი და მეტოქის კარის ახლო კუთხეში მიუჩინა ადგილი.
როგორც ყოველთვის, დაცვაშიც საუკეთესოდ გაისარჯა და თავი წარმოაჩინა. უკვე დაამტკიცა, რომ მისი იმედი შეიძლება გქონდეს. მეორე ტაიმში განსაკუთრებულად შესამჩნევი არ იყო, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია“.
წყარო: Sportall.ge