კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიწყო

იტალიის თასის 1/32-ფინალში „ფრიზონონემ“ საკუთარ მოედანზე „იუვე სტაბია“ 4:1 დაამარცხა.
გიორგი კვერნაძემ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო – Sofascore 9.0, Flashscore 8.8.
23 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონე“ „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.
ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე – იუვე სტაბია 4:1
გოლები: 1:0 კვერნაძე (20), 2:0 ჩიკელა (29, კვერნაძის პასით), 3:0 რაიმონდო (38), 3:1 კანდელონე (48), 4:1 კვერნაძე (71)
გაძევება: ფერნანდესი (89, იუვე სტაბია)
წყარო: Sportall.ge