კიტეიშვილმა ვერ ითამაშა – “შტურმი” ჩემპიონთა ლიგაზე “ფენერბაჰჩესთან” დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „შტურმი“ გასვლაზე „ფენერბაჰჩესთან“ 0:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდში ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა, გიზო მამაგეიშვილი კი 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
საპასუხო შეხვედრა 11 აგვისტოს გაიმართება.
სტამბოლი. „შუქრუ სარაჯოღლუ“
ფენერბაჰჩე – შტურმი 2:0
გოლები: 1:0 ტალისკა (9), 2:0 გრინვუდი (45)
წყარო: Sportall.ge