პარაგვაიში მბაპეს ფიტული დაწვეს

პარაგვაის ქალაქ სან-ხუანში საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს ფიტული დაწვეს.
დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, პარაგვაიში ყოველ წელს ყველაზე არასასიამოვნო ადამიანს ირჩევენ და მის ფიტულს წვავენ. ადრე იუდას ფიტული დაწვეს, წელს „აუტოდაფე“ ხმაურიანი შეძახილების და აპლოდისმენტების ფონზე მბაპეს მოუწყვეს, რომელიც ჯერ ჩამოკიდეს, შემდეგ კი ცეცხლი მოუკიდეს.
წყარო: Sportall.ge