სამედიცინო შემოწმება გავლილია – წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

“მეცის” ყოფილი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლა ლიგის კლუბ “რაიო ვალეკანოში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
წიტაიშვილი “რაიო ვალეკანოსთან” ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
გიორგიმ გასული სეზონი იჯარის წესით ლიგა 1-ში, კერძოდ კი “მეცში” გაატარა, სადაც 33 მატჩში 3 გოლის გატანა და 2 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა. წიტაიშვილს კიევის “დინამოსთან” ხელშეკრულება ამოეწურა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
წყარო: Sportall.ge