სიომინი: ხვიჩა სუპერთასზე საუკეთესო იყო – “ოქროს ბურთზე” მისი შანსები ძალიან მაღალია

ცნობილი რუსი მწვრთნელი იური სიომინი მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.
„სუპერთასის მატჩში კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი პრეტენდენტია. შეხვედრაში ყველაზე უკეთ გამოიყურებოდა. შესანიშნავი გოლი გაიტანა.
ამ ჯილდოზე მისი შანსები ძალიან მაღალია. ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი ევროპული ტიტული აქვს. მთლიანობაში, დიდებული სეზონი ჰქონდა. ერთადერთი მინუსი – მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო. თუმცა, ეს მისი ბრალი არ არის“, – განუცხადა სიომინმა „სპორტ-ექსპრესს“.
ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
წყარო: Sportall.ge