Opta-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი დაასახელა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის დაწყებამდე Opta-მ ტურნირის ფავორიტები დაასახელა.
სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, მუნდიალის მოგების მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრებია – 27.3%-ით.
ტურნირის მოგების მეორე ფავორიტი 21.3%-ით ესპანეთის ნაკრებია, ხოლო მესამე ადგილზე 17.3%-ით არგენტინის ნაკრებია.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი 10 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება, სადაც საფრანგეთი მაროკოს დაუპირისპირდება.
წყარო: Sportall.ge