ავტორი: worldsport.ge
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 18:47
1022

შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერას უზბეკეთში განაგრძობს. ტაშკენტის “ფახთაქორის” პრესსასამხურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქართველი სპეციალისტის წარდგენა 23 ივნისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე შედგება.

“ფახთაქორი” უზბეკეთის მიმდინარე ჩემპიონატში 14 ტურში მოპოვებული 21 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება და ლიდერ ტაშკენტის “ლოკომოტივს” 11 ქულით ჩამორჩება. გუნდში, მონტენეგროელი მცველის ადნან ორაჰოვაჩის გარდა, ადგილობრივი ფეხბურთელები თამაშობენ.

შოთა არველაძე გასული წლის ივნისიდან თელ-ავივის “მაკაბის” წვრთნიდა და გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში პოსტი დატოვა.






კომენატარის დამატება


ანგარიშის შექმნა



Log In Your Account